როგორ უნდა დააინტერესო კლიენტი რეკლამით - პირველივე წამიდან

რა უნდა გააკეთო, რომ დღევანდელ მარკეტინგულ ქაოსსა და კონკურენციაში შენი იდეალური კლიენტის ყურადღება მიიპყრო? ყველაფერი იწყება პირველი შთაბეჭდილებით…

1 min read

დღევანდელი მარკეტინგული სამყარო დატვირთული სადგურივითაა: ქაოსი, ხმაური და ათასი განსხვავებული რამ. იქნება ეს სოციალური მედია, თუ ქუჩის ბანერები, შენი რიგითი კლიენტი ასობით და ათასობით რეკლამას ხედავს ყოველდღიურად.

რა უნდა გააკეთო, რომ ასეთ ქაოსსა და კონკურენციაში შენი იდეალური კლიენტის ყურადღება მიიპყრო?

ყველაფერი იწყება პირველი შთაბეჭდილებით…

1. წიგნის გარეკანი

რამდენად ზედაპირულადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ საქმიან შეხვედრაზე შედიხარ, უმრავლესობა მაინც შენს ჩაცმულობას აქცევს ყურადღებას: თუ ბინძური პერანგი გაცვია, შანსი პირველივე წამიდან უკვე აღარ გაქვს.


იგივენაირად აფასებს სასურველი კლიენტი რეკლამას, კონკრეტულად კი მის სათაურს (ე.წ. “ჰედლაინს”).

რეკლამის სათაური პირველი წინადადებაა, რომელსაც შენი კლიენტი ხედავს და ზუსტად ის განსაზღვრავს, ხალხი შენს რეკლამას წაიკითხავს, თუ გულგრილად ჩაუვლის გვერდს.


რადგან როგორი კარგიც არ უნდა იყოს რეკლამის დანარჩენი ნაწილი, მას არავინ ნახავს, თუ ჰედლაინმა ყურადღება არ მიიქცია.


თქმა ერთია, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს პრაქტიკაში?


2. სასარგებლო რჩევა


წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ყურადღება შენს იდეალურ კლიენტზე გაამახვილო და ამავდროულად ესაუბრო იმაზე, თუ რაც მას აინტერესებს, მაგ:


  • თუ შენი საქმიანობა ვიდეო გადაღება და მონტაჟია, იმაზე აქცენტირება რომ “საუკეთესო ვიდეოგრაფული სერვისი” გაქვს არ იქნება ეფექტური, რადგან შენი იდეალური კლიენტი ისედაც არაერთ ასეთ რეკლამას ხედავს, სადაც ყველა საუკეთესოობაზე ან გამოცდილებაზე აკეთებს მშრალ აქცენტს.


ამის მაგივრად, სჯობს დაანახო კლიენტს, თუ რა დადებით შედეგს მიიღებს შენი უნიკალური შეთავაზებით.


თუ ამას სწორად იზამ, პოტენციური კლიენტი უკვე ყურადღებით გისმენს - მისი გონება მხოლოდ შენკენაა მომართული და აინტერესებს გაიგოს, თუ რისი გაკეთება შეგიძლია მისთვის.


პრაქტიკაში რომ გაგიმარტივდეს ჰედლაინით კლიენტის დაინტერესება, შეეკითხე შენს თავს:

  • “რა ჭირდება და რისი მიღწევა სურს ჩემს იდეალურ კლიენტს?”


თუ ამ კითხვებს სწორად გასცემ პასუხს, საქმის 90% უკვე გაკეთებული გაქვს.


ფინალური ტესტი


ხანდახან შეიძლება რამდენიმე კარგი ჰედლაინი მოგაფიქრდეს ერთდროულად და ვერ განსაზღვრო რელაურად რომელია საუკეთესო…


ასეთ დროს, კარგად დაცდილი “ფინალური ტესტი” გამოგადგება გამარჯვებულის გამოსავლენად:


“მხოლოდ ჰედლაინი რომ გაუშვა რეკლამად, ყოველგვარი ვიზუალური ელემენტის და დამატებითი ტექსტის გარეშე, კლიენტი დაგირეკავს?”


თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, ესეიგი ყველაფერი სწორად გააკეთე.


ზუსტად ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო, სასურველი კლიენტის მოსაზიდად, რომელიც ახლა შენც იცი ;)


👉 თუ დამატებით გაინტერესებს კიდევ რა ხერხებით შეიძლება მეტი კლიენტის მოზიდვა, შეგვეხმიანე და დაგეხმარებით!