როგორ უნდა მოიზიდო მეტი კლიენტი Facebook-ით, უკვე ამ კვირაში

თუ Facebook რეკლამაში ფულს ხარჯავ, მაგრამ შედეგი მაინც არ გაქვს, მაშინ ეს 3 პატარა ცვლილება უკვე ამ კვირაშივე გაგიზრდის კლიენტების რაოდენობას

1 min read

1. სათაური უნდა ლაპარაკობდეს კლიენტზე, და არა შენზე

ნებისმიერ რეკლამაში სათაური (იგივე “ჰედლაინი”) პირველი ელემენტია რასაც კლიენტი ხედავს. ყველაზე დიდი შეცდომაა ასეთი ტექსტი: „ჩვენ ვართ პროფესიონალები და გვაქვს გამოცდილება.“

შენი პოტენციური კლიენტი ისედაც ათას მსგავს რეკლამას ხედავს და უკვე ეს აღარ აინტერესებს.

მიმართე მას პირდაპირ, რაიმე კონკრეტულით. მაგ:

👉 “წონაში იმატებ, თუმცა სტანდარტული დიეტა აღარ გშველის? ნახე როგორ შეგიძლია დაიკლო -5 კგ. ხუთ კვირაში!“

ასე კლიენტი ხედავს, რომ საუბარი მის პრობლემაზეა და გისმენს.

2. შესთავაზე ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ იტყვის

იმისათვის, რომ კლიენტი დაინტერესდეს, რეკლამა მხოლოდ მშრალ ინფორმაციას არ უნდა იძლეოდეს. საჭიროა შეთავაზებაში დაამატო რაიმე მომხიბვლელი ბონუსი ან გარანტია, მაგალითად:

👉 „მოასინჯე პირველი თვე 50%-ად“ /ან/ „თუ შედეგი არ მოგეწონება, ფულს უკან დაგიბრუნებთ“

ეს ხსნის კლიენტის შიშს და უბიძგებს რომ სცადოს.

3. მაქსიმალურად გაუმარტივე პირველი კონტაქტი

ბევრი ფიზიკურად ვერ რეკავს ტელეფონზე, როდესაც დაკავებულია. შესაბამისად, თუ დაკავშირების ღილაკზე წერია „დაგვირეკე“ - ამით ბევრს დააბრკოლებ ან ხელიდან გაუშვებ.

ამიტომ „მოგვწერე Messenger/Whatsapp-ში“ ან „დაგვიტოვე ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით“ ხშირად ბევრად უფრო კარგ შედეგს დებს, რადგან ამ ფორმით კონტაქტი კლიენტისთვის უფრო მარტივია (განსაკუთრებით თუ დაკავებული რეჟიმი აქვს).

მარტივი და კომფორტული პირველი ნაბიჯი კი, ნიშნავს მეტ ახალ კლიენტს.

დასკვნა

სწორად გაშვებული Facebook რეკლამით კლიენტების შოვნა ძნელი არ არის, უბრალოდ საჭირო დეტალების ცოდნა გჭირდება.

შეცვალე მხოლოდ ეს 3 რამ: ჰედლაინი, შეთავაზება და გამოხმარეუბის მექანიზმი და უკვე ამ კვირაშივე ნახავ, როგორ უმჯობესდება შედეგი.

👉 თუ დამატებით გჭირდება შენი რეკლამების ანალიზი, ან შენზე მორგებული სტრატეგია, შედეგების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად - მოგვწერე და ჩვენ თავად დაგვიკავშირდებით!