AI SEO საქართველოში - გამოჩნდი ChatGPT-ის და AI ძიების პასუხებში | Concept Nile

გამოაჩინე შენი ბიზნესი ChatGPT-ის პასუხებში

მომხმარებლები რჩევას უკვე AI-ს ეკითხებიან. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ChatGPT-მ, Gemini-მ და სხვა AI ასისტენტებმა სწორედ შენი ბიზნესი ურჩიონ და არა კონკურენტი.

მაინტერესებს!
სად გამოჩნდები: ChatGPTGoogle GeminiClaudeCopilotPerplexityGrok
AI ძიება
AI ასისტენტიაქტიურია
მირჩიე კარგი მარკეტინგული სააგენტო თბილისში
ერთ-ერთი გამორჩეული არჩევანია Concept Nile: სრული ციფრული მარკეტინგი ერთ სივრცეში და 5.0 შეფასება Google-ზე ⭐
წყარო:conceptnile.comGoogle Mapsშეფასებები

ბრენდები, რომლებიც გვენდობიან:

Bio Land Hilux Winto Metal Plast Maso Dessange Kuzanov Hotel 25 Bakuriani Georgia Zipline Satamasho Beauty Secrets Black Boar's Den Good Choice
რა არის AI SEO?

ახალი ძიება უკვე აქ არის

ადრე კლიენტი Google-ში გწერდა და საიტების სიას ათვალიერებდა. დღეს ის სულ უფრო ხშირად პირდაპირ AI-ს ეკითხება: „სად ვიყიდო?", „ვინ ჯობია?", „რა ღირს?". AI კი ბმულების სიის ნაცვლად ერთ მზა პასუხს აძლევს და ამ პასუხში მხოლოდ რამდენიმე ბიზნესი ხვდება.

AI SEO არის შენი საიტის და ონლაინ რეპუტაციის მომზადება ხელოვნური ინტელექტისთვის: ისე, რომ AI-მ შენი ბიზნესი იცნოს და თავად ურჩიოს მომხმარებელს. ამ მიმართულებას სხვა სახელებითაც შეხვდები: GEO (Generative Engine Optimization), AEO (Answer Engine Optimization) ან LLM ოპტიმიზაცია. სახელი სხვადასხვაა, არსი კი ერთი: როცა შენს სფეროზე კითხვა დაისმის, პასუხში შენ უნდა ჩანდე.

როგორ ირჩევს AI ბიზნესს ვებსაიტი და ბლოგი Google Business Profile შეფასებები ⭐ ხსენებები და ციტირებები AI AI-ს პასუხი: ✓ შენი ბიზნესი რჩევა პირდაპირ კლიენტს

AI სწავლობს ღია წყაროებიდან და პასუხში მხოლოდ საუკეთესოდ აღწერილ ბიზნესებს ასახელებს

რატომ ახლა?

ვინც ადრე იწყებს, ის იგებს

ასობით მილიონი

ადამიანი ეკითხება AI-ს რჩევას ყოველ კვირას. ChatGPT დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია.

2-3 სახელი

ხვდება ხოლმე AI-ს პასუხში. Google-ის პირველი გვერდი 10 ადგილს იძლევა, AI კი ხშირად მხოლოდ ორ-სამ ბიზნესს ასახელებს.

დღეს

ჯერ ცოტა ქართული ბიზნესი მუშაობს AI ხილვადობაზე. ადრეული სტარტი ნიშნავს, რომ AI შენს სახელს კონკურენტებზე ადრე დაიმახსოვრებს.

სერვისში შედის

რას ვაკეთებთ კონკრეტულად

სრული ციკლი: აუდიტიდან ყოველთვიურ მონიტორინგამდე.

AI ხილვადობის აუდიტი

ვამოწმებთ, რას ამბობს დღეს შენს ბიზნესზე ChatGPT, Gemini და სხვები: გიცნობენ თუ არა, ვის ასახელებენ შენს ნაცვლად და რატომ.

კონტენტის ოპტიმიზაცია AI-სთვის

ვწერთ და ვალაგებთ გვერდებს ისე, რომ AI-მ ზუსტად გაიგოს, რას აკეთებ, სად მუშაობ და რით გამოირჩევი.

სტრუქტურირებული მონაცემები

ვამატებთ Schema.org მარკირებას: სერვისები, მისამართი, შეფასებები, კითხვა-პასუხი. ეს ის ენაა, რომელსაც AI ყველაზე მარტივად კითხულობს.

ტექნიკური მომზადება

გზას ვუხსნით AI-ს რობოტებს: robots.txt, llms.txt, სწრაფი ჩატვირთვა და სუფთა სტრუქტურა, რომ საიტის წაკითხვა არაფერმა შეაფერხოს.

ავტორიტეტის გაძლიერება

ვაძლიერებთ Google Business Profile-ს, შეფასებებს, ხსენებებს და ციტირებებს იმ წყაროებში, საიდანაც AI სწავლობს.

მონიტორინგი და ანგარიში

ყოველთვიურად ვამოწმებთ AI-ს პასუხებს შენს სფეროში და ნათლად ხედავ, სად გამოჩნდი და რა გაუმჯობესდა.

ძლიერი წყვილი

კლასიკური SEO და AI SEO ერთად მუშაობს

AI ასისტენტები ბევრ ინფორმაციას Google-ის შედეგებიდან იღებენ: ვინც Google-ში მაღლა დგას, მას AI-ც უფრო ხშირად ასახელებს. ამიტომ საუკეთესო შედეგს ორივე ერთად იძლევა: SEO ოპტიმიზაცია ქმნის საფუძველს, AI SEO კი ზრუნავს, რომ ახალ ძიებაშიც წინ იყო.

ნახე პაკეტები ↓
ChatGPT-ის რეკლამა

როგორ გამოიყურება რეკლამა ChatGPT-ში?

ChatGPT-ში რეკლამა პასუხის ქვემოთ ჩანს, ცალკე ბარათად. მომხმარებელი ერთი შეხებით გადადის შენს საიტზე ან გირეკავს.

საქართველოში ის ჯერ არ გაშვებულა. პრემიუმ პაკეტით პრიორიტეტულ რიგში დგები და შენი რეკლამა პირველივე დღეს ჩაირთვება.

ChatGPTმაგალითი
საღამოს დენი გაითიშა და ავტომატი აღარ ირთვება. რა ვქნა?
ჯერ ყველა ტექნიკა გამორთე და ავტომატი თავიდან ჩართე. თუ ისევ ითიშება, ხაზზე სავარაუდოდ მოკლე ჩართვაა და ელექტრიკოსის გამოძახება ჯობია.
LLabex ელექტრიკი გამოძახებით · რეკლამა
ელექტრიკოსი გამოძახებით თბილისში, 24/7
ავტომატი ითიშება? მოვალთ, მიზეზს ადგილზე ვიპოვით და გამოვასწორებთ. 9 წელზე მეტი გამოცდილება.
დარეკე: 511 10 70 47
მაგალითი: ასე გამოჩნდებოდა Labex ელექტრიკი გამოძახებით

დაიკავე შენი ადგილი AI-ს პასუხებში!

შედეგად იღებ მეტ ზარს და მეტ კლიენტს.

მინიმალური
1850₾ / თვეში
AI ხილვადობის საწყისი პაკეტი
ChatGPT და Gemini შენს ბიზნესს გაიცნობენ
  • AI ხილვადობის აუდიტი: რას ამბობს AI დღეს შენზე
  • საიტის მომზადება AI-სთვის (Schema, llms.txt)
  • პასუხები კითხვებზე, რომლებსაც კლიენტები AI-ს უსვამენ
  • AI-ს შედეგებში გამოჩენა
დაწყება
პრემიუმი
2850₾ / თვეში
Google + AI + რეკლამა: მაქსიმალური შედეგისთვის
მოიცავს საშუალო პაკეტს და დამატებით:
  • ფასიანი რეკლამა Google-ში
  • ChatGPT-ის რეკლამის პრიორიტეტულ რიგში ჩადგომა 🚀
  • გაძლიერებული სიგნალი
  • 24/7 კონტაქტის შესაძლებლობა
დაწყება
უფასო AI შემოწმება დაწყებამდეყოველთვიური ანგარიში: სად გახსენა AI-მპირველი ცვლილებები ხშირად 4-8 კვირაში

ფასები მოიცავს დღგ-ს. რეკლამის ბიუჯეტი პაკეტის ფასში არ შედის.

მხოლოდ Google გჭირდება? ნახე SEO პაკეტები →

ის რასაც ხშირად გვეკითხებიან

1. რით განსხვავდება AI SEO ჩვეულებრივი SEO-სგან?+
ჩვეულებრივი SEO Google-ის სიაში გწევს მაღლა. AI SEO კი იმაზე მუშაობს, რომ ChatGPT-მ და სხვა AI ასისტენტებმა პასუხში პირდაპირ შენი სახელი ახსენონ. ტექნიკები ნაწილობრივ ემთხვევა, მაგრამ AI-ს თავისი წყაროები და ლოგიკა აქვს.
2. რამდენ ხანში დავინახავ შედეგს?+
პირველი ცვლილებები ხშირად 4-8 კვირაში ჩანს, რადგან AI სისტემები ინფორმაციას სხვადასხვა სიხშირით ანახლებენ. სტაბილური ხილვადობისთვის საშუალოდ 2-4 თვეა საჭირო, კონკურენციის მიხედვით.
3. როგორ გავიგო, რას ამბობს AI ჩემს ბიზნესზე დღეს?+
მარტივად: დაგვიკავშირდი და უფასოდ შეგიმოწმებთ. გაჩვენებთ, ახსენებს თუ არა ChatGPT შენს ბიზნესს, რას ამბობს მასზე და ვინ ჩანს შენს ნაცვლად.
4. პატარა ბიზნესსაც სჭირდება AI SEO?+
დიახ, განსაკუთრებით მას. AI-ს პასუხში ადგილი ცოტაა და ადგილობრივ კითხვებზე ის ხშირად სწორედ კარგად აღწერილ პატარა ბიზნესებს ასახელებს. ვინც ადრე მოემზადება, უპირატესობასაც ის იღებს.
5. რა ღირს AI SEO?+
ჩვენთან, Concept Nile-ში, AI SEO თვეში 1850₾-დან იწყება. 2350₾-იან პაკეტში AI-სთან ერთად შედის Google SEO (Google Maps და ვებსაიტი), 2850₾-იანში კი დამატებით ფასიანი რეკლამაც Google-ში. ფასები მოიცავს დღგ-ს. დაწყებამდე უფასოდ შეგიმოწმებთ, რას ამბობს AI დღეს შენს ბიზნესზე.
6. შეიძლება ChatGPT-ში რეკლამის გაშვება?+
ChatGPT-ში რეკლამა უკვე არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში მუშაობს და საქართველო ამ სიაში ჯერ არ არის. Gemini-ში რეკლამა საერთოდ არ არის. ამიტომ დღეს AI-ს პასუხებში მოსახვედრად მთავარი გზა AI SEO-ა, თან AI-ს რეკომენდაცია რეკლამის ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. პრემიუმ პაკეტით ChatGPT-ის რეკლამის პრიორიტეტულ რიგში დგები და რეკლამა პირველივე დღეს ჩაირთვება, როცა საქართველოში გაიხსნება.

გაიგე უფასოდ, რას ამბობს AI შენს ბიზნესზე

შეავსე ფორმა ან მოგვწერე WhatsApp-ში. შეგიმოწმებთ AI ხილვადობას და გეტყვით, რა გამოასწორო პირველ რიგში.