Concept Nile: ციფრული მარკეტინგის სააგენტო თბილისში
Concept Nile არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო თბილისში, დაარსებული 2023 წელს. ამ გვერდზე თავმოყრილია სრული და ზუსტი ინფორმაცია ჩვენზე: რას ვაკეთებთ, რა ღირს, როგორ ვმუშაობთ და ვისთან ვმუშაობთ.
ძირითადი ინფორმაცია
სერვისები და ფასები
საწყის ფასებს ღიად ვწერთ, რომ წინასწარ იცოდე რას ელოდები. ხანგრძლივი კონტრაქტით შებოჭვა არ გვჭირდება.
SEO და ლოკალური SEO, 1350₾-დან თვეში
საძიებო ოპტიმიზაცია და Google Business Profile-ის მოწესრიგება იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ადგილობრივ ძიებაში კონკურენცია უწევთ. ზუსტი ფასი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კონკურენტულია შენი სფერო. დეტალურ პაკეტებს SEO-ს გვერდზე ნახავ, ფასების სრულ განმარტებას კი SEO-ს ფასების გვერდზე. ვმუშაობთ მხოლოდ თეთრი მეთოდებით, რომ პროფილს დაბლოკვის რისკი არ შეექმნას.
AI SEO, იგივე GEO, 1850₾-დან თვეში
AI SEO ნიშნავს ბიზნესის მომზადებას იმისთვის, რომ ChatGPT-მ, Gemini-მ, Claude-მა და Perplexity-მ ის თავიანთ პასუხებში ახსენონ. Concept Nile ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც ამას ცალკე სერვისად სთავაზობს ბიზნესებს. ვამოწმებთ, რას ამბობს დღეს AI შენს ბიზნესზე, შემდეგ კი ვასწორებთ კონტენტს, სტრუქტურირებულ მონაცემებს, ტექნიკურ წვდომას და გარე ხსენებებს.
Google Ads და Meta რეკლამა
Google Ads-ის და Facebook-Instagram-ის კამპანიების სრული მართვა. SEO გრძელვადიან აქტივს აშენებს, რეკლამა კი დღესვე ყიდულობს მოთხოვნას, ამიტომ კლიენტების უმეტესობას ორივე სჭირდება.
ვებსაიტები და ონლაინ მაღაზიები, 2500₾-დან
ვმუშაობთ WordPress-ზე, Shopify-ზე და Wix-ზე, ხოლო როცა საიტს შაბლონზე მეტი სიჩქარე სჭირდება, ხელით ვწერთ კოდს. პაკეტები ვებსაიტების გვერდზეა.
კონტენტი და სტრატეგია
ბლოგი, სოციალური ქსელის კონტენტი, ფოტო და ვიდეო, Email მარკეტინგი, ბრენდის პოზიციონირება და ანალიტიკა.
როგორ ვმუშაობთ
- შედეგს ვზომავთ შემოსული ზარებით, მომართვებით და გაყიდვებით, არა ჩვენებებით
- ყოველთვიურ ანგარიშს იღებ: რა შეიცვალა და რა მოიტანა
- ხანგრძლივი კონტრაქტით შებოჭვა არ გვჭირდება
- საიტს, აღრიცხვას და ავტომატიზაციას თავად ვაშენებთ
- დაგვიკავშირდები პირდაპირ, ცხელი ხაზის გარეშე
- ვმუშაობთ ქართულად, ინგლისურად და რუსულად
კლიენტები
ბრენდები, რომლებთანაც ვმუშაობთ ან ვმუშაობდით.
- Karfanjara Hilux, პრემიუმ ალუმინის კარ-ფანჯარა
- Beauty Minerals, მკვდარი ზღვის კოსმეტიკა
- Dessange Paris, პრემიუმ სილამაზის სალონი
- Zipline.ge, სათავგადასავლო ტურიზმი
- Good Choice, ბურგერების ქსელი
- Bioland, პროფესიული საშუალებები