რა ღირს SEO საქართველოში?
SEO-ს ფასი საქართველოში დამოკიდებულია სააგენტოზე და სამუშაოს მოცულობაზე. Concept Nile-ში ყოველთვიური SEO 1350₾-დან იწყება: მინიმალური პაკეტი 1350₾ ღირს, საშუალო 1850₾, პრემიუმი კი 2350₾ თვეში. ფასებში დღგ უკვე შედის და ხანგრძლივი კონტრაქტით შებოჭვა არ გვჭირდება.
ბოლო განახლება: 24.09.2026
რა შედის SEO-ს თითოეულ პაკეტში?
მინიმალური პაკეტი (1350₾ თვეში) მოიცავს ბაზრის AI ანალიზს, ვებსაიტის საწყის ოპტიმიზაციას, სტანდარტულ ბექლინკებს და თვეში 2 რაპორტს. საშუალო პაკეტი (1850₾) მინიმალურს მოიცავს, დამატებით კი მასში შედის გაძლიერებული სიგნალი, ფოტო-ვიდეო პოსტინგი, AI Bot-ის ჩაშენება და უარყოფითი შეფასებების მონიტორინგი. პრემიუმი (2350₾) საშუალო პაკეტს მოიცავს, დამატებით კი მასში შედის Top 2 ადგილი Google-ში, Google Ads-ის მენეჯმენტი, 24/7 კონტაქტის შესაძლებლობა და ბონუსად ვებსაიტის დამზადება.
მინიმალური: 1350₾ / თვეში
საწყისი პაკეტი ადგილობრივი ბიზნესებისთვის
- მთავარ კატეგორიაზე იძებნები მარტივად
- ბაზრის AI ანალიზი
- თვეში 2 რაპორტი
- ვებსაიტის საწყისი ოპტიმიზაცია
- სტანდარტული ბექლინკები
საშუალო: 1850₾ / თვეში
ოპტიმალური პაკეტი ზრდისთვის
- ყველაფერი მინიმალური პაკეტიდან
- გაძლიერებული სიგნალი
- ფოტო-ვიდეო პოსტინგი
- AI Bot-ის ჩაშენება
- უარყოფითი შეფასებების მონიტორინგი
პრემიუმი: 2350₾ / თვეში
მათთვის, ვისაც მაქსიმალური შედეგი უნდა
- ყველაფერი საშუალო პაკეტიდან
- Top 2 ადგილი Google-ში
- Google Ads-ის მენეჯმენტი
- 24/7 კონტაქტის შესაძლებლობა
- ბონუსი: ვებსაიტის დამზადება
რომელი პაკეტი გჭირდება შენ?
თუ ადგილობრივი ბიზნესი გაქვს და Google-ში ჯერ მთავარ კატეგორიაზე გამოჩენა გინდა, მინიმალური პაკეტით დაიწყე. თუ უკვე ჩანხარ და უფრო სწრაფი ზრდა გინდა, საშუალო პაკეტი აირჩიე: მასში ფოტო-ვიდეო პოსტინგი და უარყოფითი შეფასებების მონიტორინგიც შედის. პრემიუმი მათთვისაა, ვისაც მაქსიმალური შედეგი უნდა და SEO-სთან ერთად Google Ads-ის მართვაც სჭირდება.
თუ ვერ გადაწყვიტე, მოგვწერე და უფასოდ გეტყვით, რომელი პაკეტი ჯობს შენს ბიზნესს.
რამდენ ხანში ჩანს SEO-ს შედეგი?
პირველ ცვლილებებს ხშირად რამდენიმე კვირაში შეამჩნევ, სტაბილურ შედეგს კი საშუალოდ 3 თვე სჭირდება. სიჩქარე შენი სფეროს კონკურენციაზეა დამოკიდებული.
ამიტომაა SEO ყოველთვიური მომსახურება და არა ერთჯერადი სამუშაო: ბექლინკები და რაპორტები ყოველ თვე გრძელდება.
რით განსხვავდება SEO Google Ads-ისგან ფასის მხრივ?
Google Ads საძიებო სისტემაში ბევრად მალე გამოგაჩენს, მაგრამ ადგილს მანამ ინარჩუნებ, სანამ ყოველდღე იხდი. SEO შედეგს უფრო ნელა იძლევა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მუდმივ ხილვადობას გაძლევს ყოველდღიური სარეკლამო ხარჯის გარეშე.
ბევრ ბიზნესს ორივე სჭირდება: რეკლამას დღესვე მოჰყავს მომხმარებელი, SEO კი გრძელვადიან აქტივს აშენებს. პრემიუმ პაკეტში Google Ads-ის მენეჯმენტიც შედის.
შედის თუ არა AI ძიება (ChatGPT) SEO-ს ფასში?
კარგი SEO AI ძიებასაც ეხმარება: ვინც Google-ში მაღლა დგას, მას AI ასისტენტებიც უფრო ხშირად ასახელებენ. თუ გინდა, რომ ChatGPT-მ და Gemini-მ შენი ბიზნესი პირდაპირ ურჩიონ ადამიანებს, ამისთვის ცალკე სერვისი გვაქვს: AI SEO.