ბლოგი
3 min read

რატომ ვერ პოულობს ახალი კლიენტი შენს ბიზნესს გუგლში

შენი ბიზნესი შეიძლება მაგარი იყოს, მაგრამ თუ კლიენტი ვერ პოულობს, ის უბრალოდ არ არსებობს მისთვის. აი ორი რამ, რაც განსაზღვრავს, გპოულობენ თუ არა გუგლში.

წარმოიდგინე, რომ ქალაქის ცენტრში მაგარი მაღაზია გაქვს: კარგი პროდუქტი, კარგი ფასები, ყველაფერი მზად არის გასაყიდად. ერთი პრობლემაა მხოლოდ: მაღაზიას აბრა არ აქვს და ისეთ ჩიხშია, სადაც თითქმის არავინ დადის.

რამდენ კლიენტს მიიღებ ასე? ალბათ თითქმის არცერთს. რადგან რაც არ უნდა კარგი იყოს შენი პროდუქტი, ვერავინ იყიდის იმას, რასაც ვერ პოულობს.

ზუსტად ასე ხდება გუგლშიც.

შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, რატომ ვერ გპოულობენ ახალი კლიენტები გუგლში და ორ მთავარ რამეს, რისი შემოწმებაც დღესვე შეგიძლია.

სად იკარგება ახალი კლიენტი

როცა ადამიანს რაიმე სჭირდება, ის პირველ რიგში გუგლში წერს. მაგალითად „სანტექნიკოსი თბილისში" ან „კაფე ვაკეში". შემდეგ ხსნის პირველ რამდენიმე შედეგს და სწორედ იქიდან ირჩევს.

აქ არის მთავარი: თუ შენი ბიზნესი ამ სიის თავში არ ჩანს, ახალი კლიენტისთვის შენ უბრალოდ არ არსებობ. ის შენს კონკურენტთან მიდის, რომელიც ზემოთ გამოჩნდა, მაშინაც კი, თუ შენი სერვისი უკეთესია.

თუ გუგლში ზემოთ არ ჩანხარ, ახალ კლიენტებს ყოველდღე კონკურენტს უთმობ.

კარგი ამბავი

ამის გამოსწორება შესაძლებელია და ისე ძვირი არც არის, როგორც ბევრს ჰგონია. აი ორი მთავარი რამ, რაც განსაზღვრავს, გპოულობს თუ არა ახალი კლიენტი:

1. გუგლის ბიზნეს-პროფილი

ეს არის ის ბარათი, რომელიც გუგლსა და რუკაზე ჩნდება შენი ბიზნესის სახელით, მისამართით, სამუშაო საათებითა და შეფასებებით. ჩათვალე, რომ ეს შენი ციფრული აბრაა: ის ეუბნება გუგლსაც და ხალხსაც, რომ არსებობ და სად გიპოვონ.

შეიძლება იკითხო, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ადგილობრივი ძებნისას (მაგალითად „ახლოს მყოფი კაფე") გუგლი სწორედ ამ პროფილებს აჩვენებს პირველ რიგში. თუ პროფილი არ გაქვს ან ნახევრად ცარიელია, რუკაზე უბრალოდ ვერ გამოჩნდები.

კიდევ ერთი რამ: შეფასებები. ადამიანი უფრო ენდობა იმ ბიზნესს, რომელსაც რეალური კლიენტების შეფასებები აქვს. ცარიელი პროფილი, ვარსკვლავების გარეშე, ნაკლებად მიმზიდველია, მაშინაც კი, თუ პირველ ადგილას ჩანხარ.

შეამოწმე ახლავე: მოძებნე შენი ბიზნესი გუგლში. თუ მარჯვნივ სრული ბარათი არ გამოჩნდა შესაბამისი ინფორმაციითა და ფოტოებით, სწორედ აქ იკარგება ახალი კლიენტი.

2. რას წერ შენს ვებსაიტზე

გუგლს იმისთვის, რომ შენი საიტი აჩვენოს, ჯერ უნდა გაიგოს, რას აკეთებ. თუ ვებსაიტზე მხოლოდ „ჩვენ შესახებ" და ლამაზი ფოტოებია, მაგრამ არსად წერია კონკრეტულად რა სერვისს სთავაზობ და სად, გუგლი ვერ მიხვდება, ვის უნდა აჩვენო შენი გვერდი.

მაგალითად, „ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული" გუგლისთვის ცარიელი სიტყვებია. „სანტექნიკის სერვისი საბურთალოზე, გამოძახებით" კი ნათლად ეუბნება გუგლსაც და კლიენტსაც, ვინ ხარ და ვის სჭირდები.

დასკვნა

გუგლში გამოჩენა არ იზომება იმით, რამდენად კარგი ბიზნესი გაქვს, არამედ იმით, რამდენად ადვილად გპოულობენ.

ამიტომ, სანამ ახალ რეკლამაში ფულს ჩადებ, ჯერ ის შეამოწმე, საერთოდ ხედავს თუ არა შენს ბიზნესს ის ადამიანი, ვინც უკვე ეძებს შენნაირ სერვისს. ხშირად, ერთი სწორად შევსებული ბიზნეს-პროფილი იმაზე მეტ კლიენტს მოგიყვანს, ვიდრე კვირების განმავლობაში გაშვებული რეკლამა.

შემდეგ შეხვედრამდე,
რატი

P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?

დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.

ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.

არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.

მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.

📧 უფასო ანალიზის მოთხოვნა