რა მოხდება, თუ ხვალ შენი მთავარი არხი გაითიშება?
თუ ყველა კლიენტი ერთი არხიდან მოდის, შენი ბიზნესი ერთ ფეხზე დგას. აი, რატომ არის ეს სახიფათო და როგორ ააწყო მეორე ფეხი, სანამ პირველი ჯერ კიდევ მაგარია.

წარმოიდგინე: დილით იღვიძებ, ხსნი Instagram-ს და ხედავ ერთ წარწერას, „ანგარიში დაბლოკილია". იგივე გვერდი, საიდანაც კლიენტების უმეტესობა მოდიოდა, ერთ ღამეში გაქრა. გაფრთხილების გარეშე.
ტელეფონი აღარ რეკავს. შეკვეთები აღარ შემოდის. და შენ ვერაფერს აკეთებ, რადგან ის გვერდი შენი არ იყო. ის Facebook-ის იყო და მათ უბრალოდ გამორთეს.
შეიძლება იფიქრო, ჩემთან ეს არ მოხდება. მაგრამ ანგარიშის დაბლოკვა, ჰაკერული შეტევა თუ ალგორითმის ცვლილება ყოველდღე ხდება. და როცა მთელი ბიზნესი ერთ არხზე დგას, საკმარისია ეს ერთი არხი დაეცეს, რომ ყველაფერი გაჩერდეს.
შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, რატომ არის სახიფათო ერთ არხზე დაყრდნობა და როგორ ააწყო ბიზნესი ისე, რომ ერთმა დარტყმამ ვერ გაანადგუროს.
ერთ ფეხზე მდგარი მაგიდა
წარმოიდგინე მაგიდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი აქვს. სანამ ყველაფერი წყნარადაა, დგას. მაგრამ ერთი შეხება და ის ეცემა. ზუსტად ასეთია ბიზნესი, რომელსაც კლიენტები მხოლოდ ერთი არხიდან მოსდის.
შეიძლება ეს არხი დღეს მაგრად მუშაობდეს. Instagram კარგად მიდის, რეკლამა გამოგაქვს, შეკვეთები შემოდის. მაგრამ ეს ფეხი შენი არ არის. ის Facebook-ის, Google-ის ან TikTok-ის არის. წესებს ისინი ადგენენ და ხვალ შეუძლიათ შეცვალონ.
არ ააშენო მთელი ბიზნესი მოედანზე, რომელიც შენ არ გეკუთვნის.
აქ მთავარი განსხვავება ნასესხებ და შენს აუდიტორიას შორისაა. Instagram-ის გამომწერები ნასესხებია, ისინი პლატფორმას ეკუთვნის და არა შენ. შენი აუდიტორია კი ის ხალხია, ვისთან კავშირიც პირდაპირ შეგიძლია: ტელეფონის ნომრით, მეილით ან საკუთარი საიტით. ეს ფეხი ვერავინ წაგართმევს.
1. დათვალე, საიდან მოდის შენი კლიენტები
დასაწყისისთვის ერთი მარტივი რამ გააკეთე. დაფიქრდი, ბოლო ათი კლიენტი საიდან მოვიდა. Instagram-იდან? გამოცხადებიდან? ნაცნობის რეკომენდაციით?
თუ აღმოაჩენ, რომ თითქმის ყველა ერთი ადგილიდან მოდის, ჩათვალე ერთ ფეხზე დგახარ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არხი ცუდია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრს რისკავ, თუ მხოლოდ მასზე ხარ დამოკიდებული.
ნამდვილ სიმყარეს ის ბიზნესი გრძნობს, რომელსაც კლიენტი რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან მოსდის. მაშინ ერთი არხის გაჩერება შენთვის სტრესი კი არა, უბრალოდ ერთი ცუდი კვირაა.
2. ააწყვე მეორე ფეხი, სანამ პირველი მაგარია
ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ხალხი მეორე არხზე მაშინ იწყებს ფიქრს, როცა პირველი უკვე დაეცა. მაგრამ ეს უგვიანო დროა. ახალი არხის აწყობას დრო სჭირდება და როცა შემოსავალი უკვე გაჩერებულია, ამის ფუფუნება აღარ გაქვს.
ამიტომ მეორე ფეხი ააწყვე ახლა, სანამ პირველი კარგად მუშაობს. თუ ყველა კლიენტი Instagram-იდან მოდის, დაიწყე Google-ზე გამოჩენაზე ფიქრი, ან შეაგროვე მომხმარებლების ნომრები, რომ პირდაპირ მისწვდე. სულ ერთია, რომელს აირჩევ. მთავარია, ერთზე მეტი ფეხი გქონდეს.
და არ გჭირდება ერთ ღამეში ხუთი არხის აწყობა. ერთიც კმარა. ერთი დამატებითი ფეხი მაგიდას უკვე ბევრად უფრო მყარს ხდის, ვიდრე ის იყო.
დასკვნა
ერთი არხი, რაც არ უნდა კარგად მუშაობდეს დღეს, მაინც სხვისი მოედანია. ის შეიძლება ხვალ დაიხუროს და შენ ამაზე გავლენას ვერ მოახდენ. რამდენიმე ფეხი კი ბიზნესს ისე მყარად აყენებს, რომ ერთი დარტყმა ვერ წააქცევს.
მაგიდა, რომელიც რამდენიმე ფეხზე დგას, ერთი შეხებით არ ეცემა.
ამიტომ დღესვე დაფიქრდი, შენი ბიზნესი რამდენ ფეხზე დგას? თუ პასუხი „ერთზე"-ა, სწორედ ახლაა დრო, მეორე ააწყო.
შემდეგ შეხვედრამდე,
რატი
P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?
დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.
ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.
არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.
მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.